ბლეზ მატუიდი:
Aa
Aa

ბლეზ მატუიდი: "რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას წლევანდელ სეზონშიც იმსახურებს"

"იუვენტუსის" ნახევარმცველი, ბლეზ მატუიდი, მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას წლევანდელ სეზონშიც იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონის" რიგებში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო და 10 გოლი შეაგდო. კრიშტიანუს ტრანსფერის შემდეგ კი ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად განიხილება.

მატუიდიმ თანაგუნდელის შესახებ Sky Sports-თან ისაუბრა. ბრიტანულ გამოცემასთნ მან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: "კრიშტიანუ რონალდუ? ის შესანიშნავი მოთამაშეა და ვფიქრობ ოქროს ბურთის მოგებას წლევანდელ სეზონშიც იმსახურებს. იგი მუდამ წარმატებისკენ სწრაფვის სურვილითაა შეპყრობილი და მის განსაკუთრებულობას სწორედ ეს განაპირობებს".

აღსანიშნავია, რომ კულუარული ინფორმაციის თანახმად კრიშტიანუ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ჩასვლას არ აპირებს, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი ხსენებულ ტიტულს ვერ დაისაკუთრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები