სოლ კემპბელი სამწვრთნელო კარიერის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება
Aa
Aa

სოლ კემპბელი სამწვრთნელო კარიერის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება

"ტოტენჰემისა" და "არსენალის" ყოფილი მცველი, სოლ კემპბელი, სამწვრთნელო კარიერის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება. 44 წლის სპეციალისტი ინგლისის მეორე ლიგაში მოასპარეზე "მაკლსფილდს" ჩაუდგება სათავეში. ეს უკანასკნელი სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციას იკავებს და ქვეყნის რანგით მეოთხე დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

"მაკლსფილდმა" კემპბელს 18 თვიანი კონტრაქტი გაუფორმა და სოლის დებიუტი "კოლჩესტერის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგება.

სამომავლო გეგმების შესახებ ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბრიტანულ გამოცემებთან ისაუბრა და განაცხადა: "ჩემთვის აქ ყოფნა უდიდესი პატივია. ფეხბურთი სისხლში მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ რომ საყვარელ სპორტს დავუბრუნდი".

"მაკლსფილდში საკმაოდ მეგობრული გარემო დამხვდა. კლუბს დიდი ისტორია გააჩნია და ვიმედოვნებ მიღწეული წარმატებით მომავალშიც იამაყებს".

"ჩემთვის თითოეულ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. იმედი მაქვს გუნდში საბრძოლო  განწყობას დავაბრუნებ და გასავარდნ ზონას თავს უახლოეს მომავალში დავაღწევთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები