ჟოზე მოურინიოს მარკო არნაუტოვიჩის გადმობირება სურს
Aa
Aa

ჟოზე მოურინიოს მარკო არნაუტოვიჩის გადმობირება სურს

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერი" არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება, რაც "კრისტალ პალასთან" გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქის კარის აღება ვერა და ვერ მოახერხეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ.

"Mirror"-ის ინფორმაციით პორტუგალიელი სპეციალისტი სერიოზული ცვლილებების გატარებას აპირებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით მოურინიო ზამთრის სატრანსფერო ბაზრის პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც "Mirror" იუწყება ჟოზეს მთავარი სამიზნე "ვესტ ჰემის" ფორვარდი, მარკო არნაუტოვიჩია. პორტუგალიელს მისი საკუთარ რიგებში ხილვის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს და მზადაა ავსტრიელი ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი უდავოდ მაღალი დონის ფორვარდია მაგრამ სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. არნაუტოვიჩს პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 11-ზე მეტი გოლი არცერთხელ გაუტანია და რამდენად შეძლებს "იუნაიტედის" შეტევის გაძლიერებას არავინ იცის.

იმავე "Mirror"-ის ინფორმაციით პორტუგალიელი სპეციალისტი "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კულიბალის, გადმობირებასაც შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები