ქაოსი "ელ მონუმენტალზე"! "რივერის" ქომაგები თავს "ბოკას" ავტობუსს დაესხნენ
გამთენიისას, "ელ მონუმენტალზე" კოპა ლიბერტადორესის ფინალური დაპირისპირების განმეორებით შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მატჩი გარკვეული დროით გადაიდო.
Boca Juniors squad suffers pepper spray attack from River Plate fans ahead of #CopaLibertadores2018 final
— Football and Fans (@FootballnFans) November 24, 2018
pic.twitter.com/UDv1yAAXx2
"ბოკა ხუნიორსი" მოსისხლე მტრის საშინაო სტადიონისკენ ავტობუსით გაემართა, რომელსაც თავს "რივერ პლეიტის" გულშემატკივრები დაესხნენ. "ელ მონუმენტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე სრული ქაოსი წარმოიქმნა და პოლიცია "რივერის" ქომაგების შეჩერებას ვერ ახერხებდა.
Breaking: River Plate vs. Boca Juniors soccer match in Argentina suspended due to clashes between fans outside the stadium. pic.twitter.com/IzLeIPaahx
— Jeffrey Porter (@JeffreyPorterPM) November 24, 2018
Breaking: River Plate vs. Boca Juniors soccer match in Argentina suspended due to clashes between fans outside the stadium. pic.twitter.com/IzLeIPaahx
— Jeffrey Porter (@JeffreyPorterPM) November 24, 2018
გავრცელებული ინფორმაციით დაზიანება "ბოკას" სამმა ფეხბურთელმა მიიღო და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არაა. კლუბის დანარჩენი მოთამაშეები პოლიციის მიერ გაშვებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლნენ.





აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საზარელი ინციდენტისა "კონმებოლის" წარმომადგენლები შეხვედრის ჩატარებას მაინც ითხოვდნენ. ზოგიერთი გამოცემა იმასაც იუწყება, რომ "ბოკა ხუნიორსს" მოედანზე გასვლა ჯანი ინფანტინომ აიძულა და წინააღმდეგ შემთხვევაში დისკვალიფიკაციით და სანქციებით დაემუქრა.
RIVER PLATE vs. BOCA JUNIORS update:
— Coral (@Coral) November 24, 2018
- Three Boca players apparently need to go to hospital
- Including Pablo Perez who has glass in his eye
- Still no word on the game
This is the state of Boca Juniors coach:
(via @MARCAClaroARG) pic.twitter.com/01TOr8jSuB