რონალდუ ფრანს ფუტბოლს გაუნაწყენდა - კრიშტიანუ სამეულს მიღმა რჩება?
2018 წელი შესაძლოა ისტორიული გამოდგეს და ამის მიზეზი ოქროს ბურთი გახლავთ.
როგორც მოგეხსენებათ FIFA-მ წლის მოთამაშედ ლუკა მოდრიჩი დაასახელა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო UEFA-მაც.

ახლა ჯერი France Football-ზე არის. იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოქროს ბურთის სამეულში არც რონალდუ და არც მესი არ იქნებიან.
მესის არყოფნას ფეხბურთის ქომაგი ელოდა, თუმცა რონალდუს თამაშგარეში დატოვებას ცოტა თუ წარმოიდგენდა.
რა თქმა უნდა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ან გამართლდება ან არა, მაგრამ გავრცელებული ხმების თანახმად რონალდუ სამომავლოდ France Football-თან ურთიერთობას აღარ გეგმავს.

კრიშტიანუს უკმაყოფილების მთავარი მიზეზი წლევანდელი დაჯილდოება გახლავთ. პორტუგალიელი ხმამაღლა და თამამად აცხადებდა, რომ ამ სეზონში საუკეთესო ის იყო და ყველა პრიზსაც თავად იმსახურებდა.
ყველამ ნახა თუ როგორ გამოტოვა მან The Best-ის დაჯილდოების ცერემონია. ამჯერად კი რონალდუ ფრანგულ გამოცემასაც გაუნაწყენდა.
ყველაფერი 3 დეკემბერს გაირკვევა, მანამდე კი ფინალისტთა სამეულის ვინაობა უნდა გახდეს ცნობილი, რომელში მოხვედრასაც რაფაელ ვარანს, კილიან მბაპესა და ლუკა მოდრიჩს უწინასწარმეტყველებენ.