"ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კალათები ცნობილია!
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, UEFA-მ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კალათები დაალაგა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა.
ნაკრებები კალათებში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდნენ, საქართველოს ნაკრებს კი მე-4 კალათაში ერგო ადგილი. ჯამში 6 კალათაა და "ევრო 2020"-ზე გამსვლელი გუნდები სწორედ მათი გადანაწილებისა და მატჩების ჩატარების შემდეგ გაირკვევა.
პირველი კალათა - შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი.
მეორე კალათა - გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი.
მესამე კალათა - სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი.
მეოთხე კალათა - უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო.
მეხუთე კალათა - მაკედოანია, კოსოვო, ბელარუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერის კუნძულები.
მეექვსე კალათა - ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო.
როგორც ხედავთ, პირველ 5 კალათაში 10-10 ნაკრებია, მეექვსეში კი - 5, შესაბამისად, 5 ჯგუფი 6 გუნდიანი იქნება, 5 კი - 5 გუნდიანი. "ევრო 2020"-ის საგზურს ჯგუფის პირველ 2 ადგილზე გასული ნაკრები მოიპოვებს, რომელთაც ერთა ლიგის ლიგების 4 გამარჯვებული დაემატება და ევროპის ჩემპიონატის 24-ვე მონაწილე გამოვლინდება.
ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2 დეკემბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში შედგება.