იბრაჰიმოვიჩი თანახმაა! ახლა ჯერი
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი თანახმაა! ახლა ჯერი "მილანზეა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ გადასვლას ნელ-ნელა უახლოვდება. “La Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით 37 წლის შვედმა ფეხბურთელმა „როსონერის“ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა და ახლა ჯერი მილანური კლუბზეა.

როგორც იტალიური გამოცემა იუწყება „როსონერიმ“ იბრას 6 თვიანი ხელშეკრულება შესთავაზა, რომელიც შესაძლოა ერთ წლამდე გახანგრძლივდეს.

“La Gazzetta dello Sport“-ის ცნობით ზლატანი „მილანის“ დირექტორის, ლეონარდოს თანხმობას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით შეთანხმების მიღწევით ორივე მხარეა დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ „ლოს-ანჯელეს გალაქსი“ იბრაჰიმოვიჩის დათმობას არ აპირებს. ჟურნალისტებთან საუბრისას „გალაქსის“ ტექნიკურმა დირექტორმა, იოვან კიროვსკიმ, იბრაჰიმოვიჩის სიძლიერეს ხაზი რამდენჯერმე გაუსვა და აღნიშნა, რომ კლუბი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

ზლატანი სადებიუტო სეზონში „გალაქსის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და 22 გოლთან ერთად 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები