Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ნიუ ორლეანი - სან ანტონიო 140 – 126

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გულშემატკივრებმა 9 შეხვედრა იხილეს. ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ნიუ ორლეანში შედგა, სადაც ენტონი დევისის „პელიკანსმა“ „სან ანტონიო“ დაამარცხა.

„ნიუ ორლეანს“ 29 ქულით ენტონი დევისმა ულიდერა. ეტუან მურმა გუნდს 24 ქულა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯულიუს რენდლმა აქტივში 21 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

„სპურსის“ მხრიდან 21 ქულით დემარ დეროუზენი გამოირჩა. ბრინ ფორბსმა 20 ქულა მიითვალა, ხოლო დანტე კანინგემმა მატჩი 19 ქულით დაასრულა.

მილუოკი - დენვერი 104 – 98

სეზონის წარმატებული სტარტის შემდეგ „დენვერ ნაგეთსს“ სერიოზული ჩავარდნა აქვს. კოლორადოელებმა უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 6 წააგეს და გამონაკლისი არც „მილუოკისთან“ მატჩი აღმოჩნდა.

„ბაქსი“ დაცვაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და გამარჯვება კარგი მეორე ტაიმის ხარჯზე მოიპოვა.

„მილუოკის“ 29 ქულით იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ერიკ ბლედსოუმ აქტივში 23 ქულა ჩაიწერა, ხოლო კრის მიდლტონი 13 ქულით გამოირჩა.

„დენვერის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ. სერბმა ცენტრმა გუნდს 20 ქულა შესძინა. ჯამალ მარიმ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა, ხოლო გერი ჰერისმა 14 ქულა დააგროვა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტა - ბოსტონი 117 – 112

დეტროიტი - კლივლენდი 113 – 102

ინდიანა - იუტა 121 – 94

ფილადელფია - ფინიქსი 119 – 114

ატლანტა - კლიპერსი 119 – 127

მემფისი - დალასი 98 – 88

საკრამენტო - ოკლაჰომა 117 – 113

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები