კვეკვესკირი: ''შეიძლება გვეპატიება, მაგრამ ჩვენს თავს მეტს ვთხოვთ''
Aa
Aa

კვეკვესკირი: ''შეიძლება გვეპატიება, მაგრამ ჩვენს თავს მეტს ვთხოვთ''

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნით ტურში ''დინამო არენაზე'' ყაზახეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფში 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. 6 მატჩში ქართველმა მოთამაშეებმა 12 გოლი შეაგდეს და მხოლოდ 2 გაუშვეს. პირველი ადგილით საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე უცნობია.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნიკა კვეკვესკირი ქართულ მედიას ესაუბრა.

- ზოგადად ერთა ლიგის გათამაშებას როგორ შეაფასებ?

- ერთა ლიგის გათამაშება ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ. 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი თამაში იყო ისეთი, როგორი თამაშის ხარისხიც ჩვენს დონეს არ შეესაბამებოდა. ცხადია არსებობდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები რატომაც გამოვიდა ასეთი თამაშის ხარისხი. ჩვენ ჩვენს თავს არ ვპატიობთ. შეიძლება გვეპატიება, რადგან თითქმის ქულათა მაქსიმუმი დავაგროვეთ, თუმცა ჩვენს თავს მეტს ვთხოვთ და გააზრებული გვაქვს შეცდომები. იმედი მაქვს მომავალში მსგავსი შეცდომები არ განმეორდება.

- ''ტობოლთან'' კონტრაქტის ვადა ამოგეწურა. რჩები ყაზახურ კლუბში?

- რამდენიმე წინადადება უკვე მივიღე, რის შესახებაც ძალიან მალე გაიგებთ.

- მათ შორის არის ევროპული ვარიანტი?

- ისეთი ქვეყნები არაა, რაც თქვენ გაგიხარდებათ.

- აღმოსავლეთ ევროპული კლუბებია?

    - მოდი კლუბის დასახელებისგან თავს შევიკავებ.

    - ''ტობოლიდან'' წასვლის ალბათობა დიდია?

    -  დარჩენისა და წასვლის შანსი თანაბარია.

    ფოტო: gff.ge

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები