ლადო ბურდული გრიგოლ ვაშაძეს:
Aa
Aa

ლადო ბურდული გრიგოლ ვაშაძეს: "ეს რომელი პარტიის “ჩ**ნია”? თავის ენაზე რო მივმართო"

ამ ბოლო დროს პოლიტიკისა და ფეხბურთის გზები ხშირად იკვეთება და ეს სპორტისთვის არც ისე სასიამოვნო ფაქტია.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი ერთ-ერთი გამოსვლის დროს ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა და საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა:

"265 მილიონს უნდა ვიხდიდეთ იმაში, რასაც ესენი ფეხბურთს ეძახიან? ფიფას რეიტინგში 121-ე ადგილზე ყოფნა, წინ რომ ზიმბაბვეა და უკან სან მარინო, ეს 265 მილიონი ღირს? ამას რად უნდა 265 მილიონი, კაცო? ამ აუდიტორიაში ვინც ვართ, დაგვნიშნონ მწვრთნელად და გავიყვანთ ბოლო ადგილზე გარანტირებულად..."

ვრცლად იხილეთ ვიდეოში

 

ვაშაძის ამ მწვავე განცხადებას ქართული საფეხბურთო სამყარო, რომ უპასუხოდ არ დატოვებდა ეს მოსალოდნელი იყო.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ვაშაძეს საკმაოდ უხეში და პირდაპირი პასუხი გასცა:

“არ მინდოდა და თავს ვიკავებდი მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს!!! ეს რომელი პარტიის “ჩლენია”? თავის ენაზე რო მივმართო, მართლა ჩლენია ამხელა კაცი ფეხბურთზე იძახის არ უნდა დაფინასდესო!?

ვინმემ ამ ჩლენს აუხსენით რო საქართველოში რაც სპორტსმენები ფიქსირდება პროცენტულად იმის ნახევარი ფეხბურთით არის დაკავებული და ეს ამ განცხადებით უნდა სათავეში მოვიდეს?

ქართული ფილმი მახსენდება ფეოლა ხოხ რა ხალხში მექნება საქმეო. ზუსტად ეს საფეხბურთო სამყაროს ოჯახები და ფეხბურთელები გეყოფით რომ გადაგახიოთ თავზე ეს არჩევნები!!!”

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები