ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მეტოქეების ვიდეოანალიზს არ აკეთებენ | საფრანგეთში სენტ-ეტიენის ხელმძღვანელებს აკრიტიკებენ

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა რომენ მოლინამ ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ მკაცრად გააკრიტიკა. მოლინა კლუბის მენეჯმენტის მუშაობით აშკარად იმედგაცრუებულია და „მწვანეებთან“ დაკავშირებით საინტერესო დეტალებს ამხელს.

„სენტ-ეტიენში კარგად იციან, როგორ ააწყონ კომუნიკაცია — ეს განსაკუთრებით ულტრასებთან ურთიერთობაში გამოჩნდა. დიახ, სწორად მოიქცნენ, მაგრამ გჯერათ, რომ ეს გულწრფელობის გამო გააკეთეს? თუ უბრალოდ გულშემატკივრების მხარდაჭერის დაბრუნება უნდოდათ?

სენტ-ეტიენის რეალური პრობლემა ლიდერების ეგოებს უკავშირდება. როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ კლუბმა 20–30 მილიონი ევრო დახარჯა და მაინც ლიგა 1-დან გავარდა? როგორ ავხსნათ, რომ ზაფხულში კიდევ 20 მილიონი დაიხარჯა და გუნდი ლიგა 2-შიც ვერ დომინირებს?

ჯამში დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაიხარჯა და მიუხედავად ამისა, სოლიდური დაცვის ხაზი მაინც არ არსებობს. მაოცებს, რატომ იჩენენ გულშემატკივრები ამდენ მოთმინებას კლუბის ხელმძღვანელების მიმართ.

კონკრეტული მაგალითებიც არსებობს: დავითაშვილსა და სტასინს წასვლა სურთ, და რას ვაკეთებთ? — ფაქტობრივად არაფერს. ვერაფერს ვხედავ.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მივიღე: სენტ-ეტიენში მეტოქეების ვიდეოანალიზი პრაქტიკულად არ ტარდება. მათ თავი ისეთი ძლიერი ჰგონიათ, რომ ეს საჭირო არ მიაჩნიათ. ჩემი აზრით, „მწვანეების“ გულშემატკივრები ამაზე უარეს მდგომარეობას უბრალოდ ვერ მიიღებდნენ“.

ცნობისთვის, „სენტ-ეტიენს“ 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. სწორედ რომენ მოლინაა ის ჟურნალისტი, რომელმაც ადრე დაწერა, რომ „მწვანეები“ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის გაყიდვისთვის მზად არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 13 ქულა გოლდენ სტეიტთან | ტორონტომ ოვერტაიმში მოიგო
მამუკელაშვილის 13 ქულა გოლდენ სტეიტთან | ტორონტომ ოვერტაიმში მოიგო