იური ტაბატაძე
Aa
Aa

ტაბატაძეს კონკურენტი ნიუკასლიდან მოუყვანეს | ინფორმაციას რომანო ავრცელებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლა ლიგა 2-ის „კადისმა’’ „ნიუკასლიდან’’ მარცხენა გარემარბი ანტონიო კორდერო ინათხოვრა. 19 წლის შემტევი იური ტაბატაძის კონკურენტი იქნება. ტაბატაძის მსგავსად კორდეროც ორივე ფლანგზე თამაშობს, თუმცა მეტწილად მარცხენა შემტევია.

სეზონის პირველ ნახევარში კორდერო „ვესტერლოში’’ იჯარით თამაშობდა, წარუმატებელი ბელგიური კარიერის შემდეგ საუკეთესო თვისებების გამოვლენას „კადისში’’ ეცდება. კორდერომ, რომელიც „ნიუკასლის'' ფეხბურთელი გასულ ზაფხულში გახდა, 2024-25 წლების სეზონში „მალაგაში'' ლა ლიგა 2-ის 39 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი. ასევე გეტყვით, რომ კორდეროს ესპანეთის 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

26 წლის იური ტაბატაძის კარიერაში გასული წელი განსაკუთრებული იყო. კარიერა „იბერიადან’’ „კადისში’’ გააგრძელა და შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა. ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ საწყის ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში, ლა ლიგა 2-ში 15 მატჩში 4 გოლი შეაგდო, თუმცა 12 ოქტომბრის შემდეგ მის ანგარიშზე საგოლე მოქმედება არაა, სათამაშო დროს კვლავ იღებს, თუმცა მეტწილად ცვლილებაზე გამოდის. აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში კარგად ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე მის მიმართ უფრო მეტის მოლოდინია. კორდეროს დამატება გუნდში კონკურენციას გაზრდის და შესაძლოა კონკურენციის ზრდა ტაბატაძის თამაშზე დადებითად აისახოს.

19 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ში „კადისი’’ 30 ქულით მე-6 ადგილზეა, ლიდერ „რასინგს’’ მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება. ასე რომ ლა ლიგაში აღზევება რეალურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკომპრომისო თამაშით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა | BILD-ი ლოჩოშვილზე
უკომპრომისო თამაშით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა | BILD-ი ლოჩოშვილზე