ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„ზურიკო იანვარში არ უნდა გაყიდონ“ | საფრანგეთში დავითაშვილზე ისაუბრეს

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და უცხოურ პრესაში არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანი „სენტ-ეტიენის“ სამომავლო გეგმებს უკავშირდება. როგორც ცნობილი ჟურნალისტი რომენ მოლინა წერს, „მწვანეები“ მზად არიან, ზამთარში ზურიკო დავითაშვილს ან ლუკას სტასინს შეელიონ.

მოლინას ინფორმაციას ფრანგული პორტალის But! Football Club-ის ჟურნალისტები გამოეხმაურნენ და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. მათი აზრით, ქართველი გარემარბის გაყიდვა გამართლებული ნაბიჯი არ იქნება და „სენტ-ეტიენმა“ ამ საკითხში შეცდომა არ უნდა დაუშვას.

„დავითაშვილს კლუბისთვის პრობლემები არ შეუქმნია და პირველი წრე მშვენივრად დაასრულა. მას 8 გოლი აქვს გატანილი და „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირია. რთულია იპოვო გარემარბი, რომელიც ამდენ გოლს იტანს. გარდა ამისა, დაახლოებით 10 დღის წინ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბში დარჩენის სურვილიც გამოთქვა და სურს, გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. გამომდინარე აქედან, მისი გაშვება ჩემთვის გაუგებარი იქნება. ეს ნაბიჯი კლუბის ამბიციებთან შესაბამისი ნამდვილად არ არის და ზურიკოს წასვლა დიდი დანაკარგი იქნება“, — აცხადებს ლორენ ჰესი.

„ბელგიელი ფეხბურთელის გონება სხვაგანაა და ეს მოედანზეც აშკარად ჩანს, რაც შემაშფოთებელი ფაქტორია. რაც შეეხება დავითაშვილს, ის ძვირფასი შემტევი იარაღია, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ მატჩებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. იგი „სენტ-ეტიენის“ შეტევას სიღრმეს სძენს და ამასთან, კლუბთან მოქმედი კონტრაქტიც აკავშირებს“, — ამბობს ვილიამ ტერტრინი.

ცნობისთვის, „სენტ-ეტიენს“ 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „მწვანეებს“ ბოლო ორი თამაშია არ მოუგიათ და მომდევნო შეხვედრა 3 იანვარს, ერთ-ერთ კონკურენტთან, „ლე მანთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, უმარი არ დამეთანხმოს, მაგრამ...“ - მახაჩევმა დვალიშვილზე ისაუბრა
„შესაძლოა, უმარი არ დამეთანხმოს, მაგრამ...“ - მახაჩევმა დვალიშვილზე ისაუბრა