ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დემბელე, დუე და გრინვუდი | კვარა ლიგა 1-ის სიმბოლურში არ შეიყვანეს

L'Équipe-მა ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლური ნაკრები ქომაგთა გამოკითხვით შეადგინა. 11-დან 10 პსჟ-ს ფეხბურთელია, ერთი „მარსელია’’ მოთამაშეა, 24 წლის ინგლისელი ფორვარდი მეისონ გრინვუდი.

სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა.

სიმბოლური ნაკრები ასეთია: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუიზი, გრინვუდი, დემბელე, დუე

2025 წელს კვარაცხელიამ ლიგა 1-ში 28 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. დემბელემ 22 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ასევე, მის აქტივში 4 საგოლე პასია. დეზირე დუემ 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება მეისონ გრინვუდს, მან 34 შეხვედრაში 29 საგოლე მოქმედება დააგროვა (22 გოლი და 7 საგოლე გადაცემა).

აღნიშნული სტატისტიკიდან გამომდინარე ხვიჩას სიაში არყოფნა გასაგებია, თუმცა ეს სულაც არ აკნინებს კვარაცხელიას როლს პარიზული კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებაში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე, როცა პსჟ-მ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო.

აღნიშნული გამოკითხვით ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკე მიიჩნიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის ოსტატური პასი | ფროზინონემ წელი პირველ ადგილზე დაასრულა
კვერნაძის ოსტატური პასი | ფროზინონემ წელი პირველ ადგილზე დაასრულა