ლიონელ მესი, ნეიმარი, ვიტინია
Aa
Aa

ვიტინია: ნეიმარისა და მესის დროს გუნდი არ ვიყავით, თავისთვის თამაშობდნენ

„პარი სენ-ჟერმენის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ვიტინიამ გამოცემა A Bola-სთან ინტერვიუში პარიზულ კლუბში ლიონელ მესისთან და ნეიმართან ერთად თამაში გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ სეზონში პსჟ ერთიან გუნდს არ ჰგავდა.

„ბევრი რამ ხდებოდა, თუმცა ამაზე საუბარი არ მსურს. ძალიან რთული იყო. არ იგრძნობოდა, რომ ერთი გუნდი ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა. მწვრთნელს [კრისტოფ გალტიეს] ამ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა.

მესისთან ურთიერთობა? მას უდიდეს პატივს ვცემ, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე შევხვდით ერთმანეთს და მატჩის შემდეგ გავისაუბრეთ კიდეც.

ლუის ენრიკეს იდეები შესაძლოა საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის უცნაურად ჯღერს, მაგრამ ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და ამიტომ მისი იდეების გვჯერა. ვიცოდით, რომ დემბელეს „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე გადაყვანა გაამართლებდა და ვარჯიშებზე ეს იდეა თავიდანვე მუშაობდა“.

ცნობისთვის, ვიტინია პსჟ-ს 2022 წელს შეუერთდა და მესისთან და ნეიმართან ერთად ერთი სეზონი ჩაატარა. 2023 წლის ზაფხულში მესი „ინტერ მაიამის“, ნეიმარი კი „ალ ჰილალს“ შეუერთდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი
ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი