Aa
Aa

"მინესოტამ" ჯიმი ბატლერი გაცვალა

"მინესოტა ტიმბერვულვზმა" როგორც იქნა ჯიმი ბატლერის გაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. ESPN-ის ინფორმაციით 29 წლის კალათბურთელი კარიერას "ფილადელფიაში" გააგრძელებს.

გავლენიანი ამერიკული გამოცემის ცნობით "მინესოტამ" ბატლერის სანაცვლოდ რობერტ კოვინგტონი, დარიო სარიჩი, ჯერიდ ბეილისი და 2022 წლის დრაფტის მეორე რაუნდის არჩევნის უფლება მიიღო.

გუნდებს შორის განხორციელებული გაცვლა ოფიციალური ორშაბათს გახდება, ხოლო "ფილადელფიას" ბატლერის სადებიუტო შეხვედრა მაისურით "ორლანდო მეჯიქთან" შედგება.

ბატლერი "ტიმბერვულვზის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ჯიმი საშუალოდ 21.3 ქულას, 5.2 მოხსნას, 4.3 გადაცემას და 2.4 ჩაჭრას აგროვებდა. რაც შეეხება "ფილადელფიას", "სიქსერსი" 8 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები