Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ოკლაჰომა - ჰიუსტონი 98 – 80

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გულშემატკივრებმა 4 შეხვედრა იხილეს. ტური ოკლაჰომაში გაიხსნა, სადაც „თანდერმა“ „ჰიუსტონს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

რასელ უესტბრუკის არყოფნაში „ოკლაჰომას“ 20 ქულითა და 11 მოხსნით პოლ ჯორჯმა ულიდერა. ძირითად შემადგენლობაში გამწესებულმა დენის შროდერმა გუნდს 14 ქულა შესძინა, ხოლო სტივენ ადამსი 19 ქულით გამოირჩა.

„როქეთსის“ მხრიდან 19 ქულით საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ. კლინტ კაპელამ აქტივში 17 ქულასთან ერთად 7 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო კარმელო ენტონიმ კვლავ საშინლად იასპარეზა. „მელომ“ 11-დან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო და ორ ქულას დასჯერდა.

გოლდენ სტეიტი - მილუოკი 111 – 134

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ არენაზე „მილუოკი ბაქსს“ ვერაფერი დაუპირისპირა და უშანსოდ დამარცხდა.  დრეიმონდ გრინის არყოფნაში „უორიორსმა“ „მილუოკის“ მრისხანე შეტევის შეჩერება ვერ მოახერხა, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა.

„ბაქსის“ რიგებში 26 ქულით საუკეთესო ერიკ ბლედსოუ იყო. იანისმა აქტივში 24 ქულა ჩაიწერა, ხოლო მალკოლმ ბროგდონი 20 ქულით გამოირჩა.

„მეომრებს“ 24 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა. კევინ დურანტმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო სტეფ კარი 10 ქულას დასჯერდა.

სხვა მატჩების შედეგები

ფენიქსი - ბოსტონი 109 – 116

პორტლენდი - კლიპერსი 116 – 105

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები