ESPN-ის მიხედვით გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტის საუკეთესო ხუთ ცენტრს შორისაა
Aa
Aa

ESPN-ის მიხედვით გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტის საუკეთესო ხუთ ცენტრს შორისაა

„მეგა ბიმაქსის“ კალათბურთელი, გოგა ბითაძე, საუცხოო ფორმაში იმყოფება. 19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გოგა ამ პერიოდში საშუალოდ 18.25 ქულას, 8.5 მოხსნას და 2.25, ხოლო აღნიშნულ ტურნირზე ბითაძეს სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება - 20.8 ქულა, 9.5 მოხსნა, 1.5 შედეგიანი გადაცემა, 2.3 დაფარება.

გოგას კარგი თამაში ამერიკაშიც დააფასეს. დღეს ავტორიტეტულმა გამოცემამ, ESPN-მა, 2019 წლის დრაფტის საუკეთესო 60 კალათბურთელის სია გამოაქვეყნა, სადაც გოგა ბითაძეც მოხვდა.

ქართველმა 36-ე პოზიცია დაიკავა და ამერიკულმა გამოცემამ მას კარიერის "ჩიკაგო ბულსში" გაგრძელება უწინასწარმეტყველა. გოგა საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს ESPN-ის რეიტინგშიც გამოჩნდა. ბითაძე ცენტრებს შორის მეხუთეა და მხოლოდ ბოლ ბოლს(10), დენიელ გეფორდს(14), ჩარლზ ბესის(20) და ჯონტეი პორტერს (22) ჩამორჩება.

ESPN-სგან განსხვავებით nbadraft.net თვლის, რომ გოგას 34-ე ნომრად „ატლანტა ჰოუქსი“ აირჩევს. ამ საიტის მიხედვით ბითაძე სათამაშო სტილით "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის" ერთ-ერთ ლიდერს, იუსუფ ნურკიჩს, ჰგავს. შეგახსენებთ, რომ ბოსნიელი კალათბურთელი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 15.3 ქულას და 10.1 მოხსნას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები