Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა და ბასკონიას გამარჯვება

ევროლიგის მე-5 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე "დარუშაფაკა" 82:56 გაანადგურა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა პარკეტზე 17:34 წუთი გაატარაა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა , 6 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თორნიკემ 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩაააგდო.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 18:56 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი მოაგროვა.

"ბასკონიამ" ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში  მე-11 ადგილზე იმყოფება.

ევროლიგის მომდევნო ტურში 9 ნოემბერს შენგელია და კომპანია „ფენერბაჰშჩეს“ შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები