უეინ რუნიმ ფერგიუსონის
Aa
Aa

უეინ რუნიმ ფერგიუსონის "მანჩესტერი" გაიხსენა

"მანჩესტერ იუნაიტედში" სერიოზული პრობლემებია და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ჟოზეს ფეხბურთელებთან დაპირისპირება აქვს, რაც ბუნებრივია გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე აისახება. "წითელი ეშმაკების" მდგომარეობას "იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე, უეინ რუნი, გამოეხმაურა და საკმაოდ საინტერესო შედარება გააკეთა.

რუნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასახდელს აკონტროლებდნენ და ახალმოსულ მოთამაშეებს სიტუაციის არევის საშუალებას არ აძლევდნენ.

უეინი „წითელი ეშმაკების“ ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა „ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრებთან ერთად პრემიერ ლიგის მოგება ხუთჯერ მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

რუნიმ საკუთრი აზრი NBCSN-ის ერთ-ერთ შოუში დააფიქსირა და განაცხადა: „ისეთი რამ, რაც ახლა „იუნაიტედში“ ხდება, ფერგის „მანჩესტერში“ არასდროს მოხდებოდა“.

„მე, რაიან გიგზს, გარი ნევილს, პოლ სქოულზს და რიო ფერდინანდს გუნდისთვის საუკეთესო გვინდოდა და სიტუაციის არევის საშუალებას არავის ვაძლევდით“.

„გასახდელში ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებდით. ფერგიუსონს არაფრის მართვა არ სჭირდებოდა. მას ჩვენი სჯეროდა და დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ვასრულებდით“.

წლევანდელ სეზონში ჟოზე მოურინიოს და კომპანიას დაცვითი ფეხბურთის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამ საკითხს უეინ რუნიც შეეხო და აღნიშნა: „ხალხი ახლანდელ „მანჩესტერს“ გვადარებს და ამბობს, რომ ფერგის „იუნაიტედი“ მუდამ შეტევაზე იყო ორიენტირებული, რაც რეალობას ნამდვილად არ შეესებამება“.

„ძალიან ბევრი შეხვედრა იყო ისეთი, რომელშიც კონტრ-შეტევებზე ვთამაშობდით. მოწინააღმდეგე გუნდს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლის უფლებას ვაძლევდით და შემდეგ ტემპს უეცრად ვუმატებდით. „არსენალთან“ ზუსტად ასე მოვიგეთ“.

„მაშინდელი „იუნაიტედი“ აქტიურ და შემტევ ფეხბურთს ნამდვილად არ თამაშობდა. სიმართლე გითხრათ ყველაფერი ოპონენტიდან გამომდინარეობდა. იმ სტილს ვირჩევდით, რომელიც კონკრეტულ მეტოქესთან საუკეთესო თვისებების წარმოჩენაში დაგვეხმარებოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები