ფაბრეგასი
Aa
Aa

ფაბრეგასი "ატლეტიკოში"?

„მადრიდის ატლეტიკო“ სესკ ფაბრეგასის გადმობირებითაა დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში შესაძლოა მადრიდულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშუროს.

წლევანდელ სეზონში ფაბრეგასს ნახევარდაცვაში სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს. სარის სათამაშო სქემის მიხედვით მოედნის ცენტრში ნგოლო კანტე, ჟორჟინიო და კოვაჩიჩი არიან გამწესებული და ფაბრეგასს სათამაშო დრო ხშირად ნამდვილად არ ეძლევა. მიუხედავად ყველაფრისა 31 წლის სესკი იტალიელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ვისურვებდი სარი გუნდში უფრო ადრე მოსულიყო. ახლა კარიერის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ყველაფერი გვიანია. მიუხედავად ამისა მინდა აღვნიშნო, რომ იტალიელი სპეციალისტის ლონდონში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ“.

„ჩელსიში დარჩენა მსურს. გუნდში დიდი ხანია ვთამაშობ და ძალიან ბედნიერი ვარ. „ლურჯებთან“ ერთად დიდ წარმატებას მივაღწიე და ბევრი ტიტული მოვიგე. ვფიქრობ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში კიდევ შემიძლია, თუმცა გადაწყვეტილება კლუბმა უნდა მიიღოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები