Aa
Aa

"იუვემ" "ლივერპულს" 60 მილიონზე უარი უთხრა...

Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისურმა "ლივერპულმა" იტალიელებს თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა "იუვეს" ხელმძღვანელებმა ეს წინადადება უარყვეს.

საქმე ეხება ალვარო მორატას, რომლის მიმართაც ინტერესს არაერთი ევროპული ტოპ კლუბი იჩენს და "იუვეს" ბოსები ამადაც არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას.

კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ ისაა, რომ "ბებერი ქალბატონი" მორატას გაყიდვას ზაფხულში გეგმავს და აღებული თანხით "პსჟ"-ს ფორვარდ ედინსონ კავანის შეძენას აპირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები