მესის თავს საშიში არაფერია...
Aa
Aa

მესის თავს საშიში არაფერია...

"ლა ლიგის" უკანასკნელ ტურში "ბილბაოსთან" მიღებულმა ტრავმამ ლეო მესის ფანები შოკში ჩააგდო, თუმცა როგორც აღმოჩნდა სერიოზული არაფერია და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა არგენტინელი ჩემპიონატის შემდეგ ტურში მოედანს დაუბრუნდება.

მესის გუშინ კლინიკა "კრეუ ბლანკაში" დეტალური კვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ცხადყო, რომ "ბარსას" სუპერვარსკვლავს კუნთებთან დაკავშირებული მცირე დისკომფორტი ჰქონდა და მის ქომაგებს სანერვიულო არ აქვთ.

თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, შესაძლოა, ლუის ენრიკემ ოთხთაბათს სტუმრად გასამართ სათასო მატჩში იმავე "ბილბაოსთან" მესის დასვენების საშუალება მისცეს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები