ლევან მჭედლიძე ეროვნული ნაკრების შეკრებას გამოტოვებს
Aa
Aa

ლევან მჭედლიძე ეროვნული ნაკრების შეკრებას გამოტოვებს

იტალიური ''ემპოლის'' ფორვარდი ლევან მჭედლიძე ''რომასთან'' მატჩს გამოტოვებს.  მჭედლიძე კუნთის ტრავმის გამო მონაწილეობას სანაკრებო შეხვედრებშიც ვერ მიიღებს.

ქართველის გარდა ''რომასთან'' შეხვედრაში ''ემპოლის'' ამპლუით მცველები მანუელ პასკუალი და ლუკა ანტონელი ვერ დაეხმარებიან.

crystalsport-ის ინფორმაციით მჭედლიძემ ტრავმა ''პარმასთან'' შეხვედრაში მიიღო. ფეხბურთელი მოედანს დაახლოებით 10 დღეში დაუბრუნდება.

სერია ა-ს მერვე ტურში ''ემპოლი'' ''კარლო კასტელანიზე'' ''რომას'' უმასპინძლებს. მატჩი 6 ოქტომბერს თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ''ემპოლის'' პრესსამსახურმაც დაადასტურა, რომ დღეს მჭედლიძეს მოედანზე ვერ ვიხილავთ.

ერთა ლიგის მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა მჭედლიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ვაისის 26-კაციან განაცხადში მხოლოდ ორი ფორვარდი ფიგურირებდა, ლევან მჭედლიძე და ნიკა კაჭარავა. მჭედლიძის თამაში გამოირიცხა, ნიკა კაჭარავას კი ''ანორთოსისში'' მცირე სათამაშო დრო აქვს.

სლოვაკმა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში ორი ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე და ბაჩანა არაბული შეიყვანა. სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება.

ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს რიგაში, ლატვიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდორს ''მილანთან'' მატჩში დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელის გამომუშავებული პენალტით ''ემპოლიმ'' გოლი გაიტანა და 1 ქულა მოიპოვა. ''მილანთან'' მატჩის შემდეგ მჭედლიძემ გასულ ტურში ''პარმასთანაც'' ითამაშა. მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი უცნობია.

აღნიშნულ თემაზე იხილეთ

წარმატებული დაბრუნება - მჭედლიძემ ''მილანთან'' პენალტი გამოიმუშავა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები