დე ხეა:
Aa
Aa

დე ხეა: "მინდა "იუნაიტედის" ლეგენდა გავხდე"!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას, როგორც ჩანს, საკმაოდ ცვალებადი ხასიათი და გემოვნება აქვს. იყო დრო, როცა იგი სიყვარულს "რეალს" ეფიცებოდა და ესპანეთში თამაში სურდა, ახლა კი აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა, მეკარემ "მანკუნიანელებთან" სექტემბერში ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც მადრიდში გადაბარგების შანსები მიზერული გახადა.

"მე "მანჩესტერში" ბედნიერი ვარ და მჯერა ამ გუნდთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ. გარდა ამისა, ვიცი, რომ პრემიერ ლიგაში არაერთი უმაღლესი დონის მეკარე თამაშობს, ისინი თავიანთი გუნდის ლეგენდები არიან და მეც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "იუნაიტედის" ისტორიაში ჩავეწერო". - ციტირებს ესპანელის სიტყვებს ბრიტანული Sky Sports-ი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები