ფერდინანდი:
Aa
Aa

ფერდინანდი: "თავს დალოცვილად ვგრძნობ, რომ ამ მატჩს დავესწარი და მესის თამაში ვნახე"

„ტოტენჰემისა“ და „ბარსელონას“ მატჩს ბრიტანეთში (და არამარტო) დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

BT Sport-ის მიმომხილველმა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ლეო მესის თამაში შეაფასა და აღფრთოვანება ვერ დამალა.

ამ ბიჭის თამაშისგან შენ სიამოვნება უნდა მიიღო. მე თავს დალოცვილად ვგრძნობ, რომ ამ მატჩს დავესწარი და მესის თამაში ვნახე.

ჩემს შვილებს ხვალ სკოლაში ამ შეხვედრის შესახებ მოვუყვები. რასაც ეს ბიჭი მოედანზე აკეთებს უბრალოდ სასაცილოა.

თითქოს მას დისტანციური მართვის პულტი უჭირავს ხელში, სიტუაციას აფასებს და ის ამბობს: „დიახ, მომეცით მე ზუსტი ადგილმდებარეობა და მე ბურთს ზუსტად იქ მივიტან სადაც მსურს“.

მისი მოძრაობები და გადაწყვეტილებები შეუდარებელია. როცა ის ფინიშის ზღვართან მიდის, ჩვენ მას ისეთს ვხედავთ როგორის ნახვაც გვსურს.

მესი დღეს დიდებული იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები