Aa
Aa

''შტურმის'' მარცხი საკუთარ კედლებში - კიტეიშვილის სახიფათო დარტყმები

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში გრაცის ''შტურმი'' საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ''მატერსბურგთან.'' მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში 9-ნომრიანი მაისურით ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, რომელმაც მეორე ნახევარში გოლის გატანის 2 რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

''შტურმის'' შეტევის ხაზში კიტეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და გოლის გატანასთან ახლოს იყო. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ნახევარმცველმა 40 პასი შეასრულა, რომელთა 81 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა. მან 16 ორთაბრძოლიდან 8 მოიგო.

90-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა კიტეიშვილის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. აღნიშნულ ეპიზოდში კიტეიშვილი სწრაფი კონტრშეტევის წამოწყებას ცდილობდა.

კიტეიშვილის წინააღმდეგ უხეშ თამაშს წითელი ბარათი მოჰყვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი ავსტრიულ კლუბს მიმდინარე სეზონში შუერთდა. მან ''შტურმის'' მაისურით ბუნდესლიგის 6 მატჩში ითამაშა. მოედანზე 622 წუთი გაატარა.

ავსტრიის 12-გუნდიან ბუნდესლიგაში ''შტურმი'' 12 ქულით მე-6 ადგილზეა. უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ''შტურმმა'' მხოლოდ 1 მოიგო.

''შტურმი'' შემდეგ მატჩს ავსტრიის თასზე ვენის ''აუსტრიასთან'' სტუმრად გამართავს. მატჩი 26 სექტემბერს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები