ილიას ზუროსი:
Aa
Aa

ილიას ზუროსი: "ნაკრების თითოეულმა წევრმა სამაგალითოდ, ბოლომდე იბრძოლა"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი საბერძნეთთან ჩაატარა, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე დასანანი მარცხი იწვნია. დიახ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, სპორტის სასახლეში მოსულ 10000-მდე გულშემატკივარს ნამდვილი ბრძოლა, შემართება და შეუპოვრობა უჩვენა, თუმცა ქართველებს იღბალმა ზურგი აქცია და საფინალო სირენის თანხლებით მიღებული ორქულიანით მინიმალური სხვაობით – 85:86 დამარცხდა.

“დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს. საქართველოს ნაკრების თითოეულმა წევრმა სამაგალითოდ, ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეზე მეტად იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია.  ამ მატჩში ყველაფერი კარგი იყო ჩვენთვის გარდა შედეგისა. ჩვენ ვუმასპინძლეთ ევროპის და შეიძლება ითქვას, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს, რომელსაც ტოლი არ დავუდეთ და მცირე გამართლება რომ გვქონოდა გავიმარჯვებდით. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც სპორტის სასახლე  ბოლომდე შეავსეს და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ”.

“მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ძალიან მაგრად გვიქომაგეს. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან ხოლმე, მაგრამ დღეს განსაკუთრებით საუკეთესოები იყვნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვეთამაშეთ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ევროპასა და მსოფლიოში. ეს იყო დიდი გამოცდილება. შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ! მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა კალათბურთელებს: გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიას, გიორგი ცინცაძეს, ყველას – მათ დიდი სამუშაო შეასრულეს. მადლობა გუნდის სამწვრთნელი შტაბს. ჩვენ ვართ საქართველოს ნაკრები, წინ კი სხვა მატჩები გველოდება.”

შეხვედრა შეაფასა ბერძენთა თავკაცმა ათანასის სკურტოპულოსმაც:

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გულთბილი მასპინძლობისთვის და ქომაგებს, რომლებმაც დარბაზში სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს. ძალიან ლამაზი მატჩი გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და გამარჯვებასთან ახლოს მივიდა, თუმც ბოლო წუთზე იღბალი ჩვენს მხარეს იყო და მიხარია, რომ ამ მოგებით მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გავინაღდეთ”.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები