ჯემი ბატლერმა 1 ტაიმში 40 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

ჯემი ბატლერმა 1 ტაიმში 40 ქულა ჩააგდო

"ოღონდ მაიკლ ჯორდანს არ შემადაროთ. არ მინდა ეს, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანები იფიქრებენ, რომ მასსავით უნდა ვითამაშო. რა თქმა უნდა, ვცდილობ, მაგრამ ახლოსაც ვერ მივედი მაიკლის დონემდე", - განაცხადა "ტორონტოსთან" გასვლითი მატჩის შემდეგ "ჩიკაგოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯიმი ბატლერმა.

რატომ გახდა საჭირო ბატლერის ჯორდანთან შედარება? საქმე ისაა, რომ "ბულზის" ახალმა ლიდერმა მეორე ტაიმში 40 (!) ქულა დააგროვა, რითაც ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის საკლუბო რეკორდი მოხსნა. ჯორდანმა 1988-89 წლების სეზონში, "მილუოკის" წინააღმდეგ ერთ ტაიმში 39 ქულა გააკეთა.

"ჩიკაგომ" ურთულესი მატჩი ორი ქულის სხვაობით მოიგო, არადა, საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე, 12 ქულას აგებდა, მაგრამ "ხარებმა" დასკვნითი მონაკვეთი 24:10 მოიგეს.

გუშინდელი დღის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა "ნიუ იორკ ნიქსის" შემტევი მცველი არონ აფლალო, რომელმაც "ატლანტას" 38 ქულა ჩაუდგო. ეს მისი მესამე მატჩი იყო კარიერაში, როცა 35-ქულიან ნიშნულს გადააჭარბა. "ნიუ იორკმა" ფარქვეშ ბრძოლაში აჯობა "ჰოქსს" (46:23), მეტოქის შეცდომებზე 26 ქულა გააკეთა და დიდი ანგარიშით მოიგო - 111:97.

ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა. ამის მიზეზი მხარის ტრავმა გახდა, რომელიც ლეგენდამ "ბოსტონთან" შეხვედრაში მიიღო. მიუხედავად ამისა, ლოსანჯელესელებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს - 97:77 გაანადგურეს "ფინიქსი". შეხვედრის ბედი, პრაქტიკულად, პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც "ლეიკერსმა" 25:10 მოიგო.

"მაიამიმ" სტუმრად გაანადგურა "ვაშინგტონი" 97:75. გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის მეორე მეოთხედი, რომელიც ფლორიდელებმა 25:7 მოიგეს. "ჰიტმა" მეტოქეს 29-დან მხოლოდ ოთხი სამქულიანი ჩააგდებინა და მოხსნებშიც აჯობა მეტოქეს - 54:45.

დაბოლოს, "დენვერმა" საკუთარ მოედანზე წააგო "პორტლენდთან" - 106:112. სტუმრებმა ტყორცნების 50.6 პროცენტი გამოიყენეს და სამქულიანების სიზუსტის 43.5 პროცენტი დააფიქსირეს, რამაც განსაზღვრა მატჩის ბედი.

"ბრუკლინ ნეტსმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა ძირითადი გამთამაშებელი ჯარეტ ჯეკი. კალათბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები და მენიკსი გაიწყვიტა, - წერს ESPN. ჯეკმა ტრავმა "ბოსტონთან" მატჩში მიიღო. თავდაპირველად, ექიმებმა მას მყესების დაჭიმულობა დაუდგინეს, მაგრამ სამედიცინო შემოწმებამ სავალალო დიაგნოზი დააფიქსირა. 32 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში საშუალოდ 12.8 ქულა და 7.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

"ბრუკლინს" გამთამაშებლის პოზიციაზე ორი კალათბურთელი ჰყავს - შეინ ლარკინი და დონალდ სლოუნი.

 

ნიუ იორკი-ატლანტა 111:97

22:21, 33:24, 31:31, 25:21

ნ-ი: აფლალო (38), ლოპესი (16+12 მოხსნა), პორზიგინსი (14+7 მოხსნა), ენტონი (11+8 მოხსნა).

ა: მილსეპი (19+10 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), ბეიზმორი (18), კორვერი (13), ჰორფორდი (13), მაკი (10).

 

ტორონტო-ჩიკაგო    113:115

26:26, 34:22, 27:33, 26:34

ტ: დეროზანი (24), ლოური (22+10 პასი), სკოლა (22), ჯოზეფი (13), კეროლი (10).

ჩ: ბატლერი (42), პ. გასოლი (19+13 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), მიროტიჩი (17).

 

ვაშინგტონი-მაიამი     75:97

24:25, 7:25, 20:23, 24:24

ვ: უოლი (14), სეშენსი (13), გორტატი (12+13 მოხსნა), ტემპლი (11).

მ: ბოში (23+7 მოხსნა), დრაგიჩი (18), გრინი (15), ჯონსონი (10+7 მოხსნა), უაიტსაიდი (6+13 მოხსნა+6 დაფარება).

 

დენვერი-პორტლენდი         106:112

22:23, 34:38, 24:19, 26:32

დ: გალინარი (29), ნელსონი (17+7 პასი), ფარიდი (13+9 მოხსნა), ნურკიჩი (12+8 მოხსნა), იოკიჩი (9+10 მოხსნა).

პ: მაკალუმი (25+7 პასი), ჰენდერსონი (19), კრები (14), ამინუ (14), ჰარკლესი (10).

 

ლეიკერსი-ფინიქსი    97:77

25:10, 18:12, 38:29, 16:26

ლ: უილიამსი (30+7 მოხსნა), ნენსი (15+14 მოხსნა), ჰიბერტი (13), კლარკსონი (12+7 პასი), რენდლი (2+12 მოხსნა).

 

ფ: ნაითი (25+9 პასი), ტელეტოვიჩი (16+8 მოხსნა), ბუკერი (10).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები