ჩაკვეტაძის სადებიუტო გოლი ერთა ლიგის ისტორიაში შევიდა
უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. ყაზახეთთან მატჩის 69-ე წუთზე 19 წლის ტალანტმა ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა.
ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება! - საქართველომ ყაზახეთი დაამარცხა!
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მამაკაცთა შორის უეფას ეგიდით გამართული საფეხბურთო ტურნირების სადებიუტო გოლები გაიხსენა. მათთან ერთად ისტორიაში ქართველი ფეხბურთელიც შევიდა.

ევროპის ჩემპიონთა თასი
ჟოაო ბაპტიშტა მარტინში (ლისაბონის ''სპორტინგი'' - ''პარტიზანი,'' 4 სექტემბერი, 1955)
ევროპის ჩემპიონატი
ანატოლი ილინი (სსრკ - უნგრეთი 3:1, 28 სექტემბერი, 1958)
საკონტინენტთაშორისო თასი
ფერენც პუშკაში (''რეალი'' - ''პენიაროლი'' 5:1, 4 სექტემბერი, 1960)
უეფას თასების მფლობელთა თასი
ჰორსტ კოლე (ბერლინის ''ფორვერტსი'' - ''რუდა გვეზდა,'' 1 აგვისტო, 1960)
უეფას თასი
რალფ კოატესი (''კეფლავიკი'' - ''ტოტენჰემი'' 1:6, 14 სექტემბერი, 1971)
უეფას სუპერთასი
ლუჩიანო კიარუჯი (''მილანი'' - ''აიაქსი'' 1:0, 9 იანვარი, 1974)
უეფას ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)
დანიელ ამოკაჩი (''ბრიუგე'' - ცსკა 1:0, 25 ნოემბერი, 1992)
უეფას ინტერტოტოს თასი
ერქუმენ შაჰინი (''უიმბლდონი'' - ''ბურსა'' 0:4, 24 ივნისი, 1995)
უეფას ევროპა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)
ალბერტო საპატერი (''ჯენოა'' - პრაღის ''სლავია'' 2:0, 17 სექტემბერი, 2009)
უეფას ახალგაზრდული ლიგა
სინან ბუტუკი (პლზენის ''ვიქტორია'' - ''მანჩესტერ სიტი'' 1:4, 17 სექტემბერი, 2013)