მაჭარაშვილის ბრწყინვალე გოლი - ქართველის გუნდი ტიტულისთვის იბრძვის
Aa
Aa

მაჭარაშვილის ბრწყინვალე გოლი - ქართველის გუნდი ტიტულისთვის იბრძვის

ლიეტუვას საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ''სტუმბრასმა'' სტუმრად 3:0 დაამარცხა ვილნიუსის ''ვილტისი.'' მატჩის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე ლევან მაჭარაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც გოლი ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა.

''სტუმბრასი'' ლიტვის თასის მოქმედი გამარჯვებულია. 2017 წელს მაჭარაშვილი ლიეტუვურ კლუბთან ერთად ქვეყნის თასს დაეუფლა. ''სტუმბრასი'' შედეგის გამეორებას მიმდინარე სეზონშიც ეცდება.

''სტუმბრასის'' გარდა ნახევარფინალში თამაშის უფლება ''ჟალგირისმა,'' ''კაუნო ჟალგირისმა'' და ''დაინავამ'' მოიპოვეს. ამ ეტაპზე ''სტუმბრასის'' მეტოქე უცნობია.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა. 21-წლამდელებს სექტემბერში ორი თამაში ელით: 7 სექტემბერს სტუმრად ევროშესარჩევ ეტაპზე ლიეტუვასთან, ხოლო 11 სექტემბერს ასევე სტუმრად, ამხანაგურ მატჩში მალტასთან. ცეცაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში 21 წლის ლევან მაჭარაშვილს უხმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები