Aa
Aa

აბურჯანიას გოლი დამატებულ წუთზე - ქართველი გამარჯვების მთავარი შემოქმედია

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში "ლუგომ" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "ნუმანსია."

გამარჯვებულთა შემადგენლობაში გიორგი აბურჯანია სათადარიგო იყო და მოედანზე 84_ე წუთზე გამოჩნდა, მეხუთე დამატებულ წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

აბურჯანია გასულ ზაფხულში შეუერთდა "ლუგოს," რომელიც ლა ლიგა 2_ში გამოდის. "ლუგომ" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანიამ გასული სეზონი "სევილია ბ"_ში გაატარა, რომელიც ლა ლიგა 2_ დან რანგით მესამე ლიგაში გავარდა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ აბურჯანიამ კარიერის გაგრძელება "ლუგოში" გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები