რატომ არ დაესწრო რონალდუ დაჯილდოების ცერემონიას მონაკოში?
Aa
Aa

რატომ არ დაესწრო რონალდუ დაჯილდოების ცერემონიას მონაკოში?

ჩემპიონთა ლიგის წილისყრისა და დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ყველას ერთი კითხვა აწუხებდა - რატომ არ ჩავიდა რონალდუ მონაკოში?

პორტუგალიელი ფეხბურთელი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა შორის იყო და გამარჯვების ყველაზე დიდი შანსიც სწორედ მას ჰქონდა, თუმცა ჯილდო ლუკა მოდრიჩს გადაეცა.

ცერემონიის შემდეგ რონალდუს არყოფნის შესახებ კომენტარი სერხიო რამოსმაც გააკეთა:

"ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით, რომ რონალდუ ცერემონიაზე არ მოვიდა. ამის შესახებ ბოლო წუთს შევიტყვეთ, თუმცა კრიშტიანუ აკეთებს იმას რაც მას სურს“.

ESPN-მა ორი დღის შემდეგ ყველაფერი გაარკვია. წყაროს ცნობით, რონალდუ მონაკოში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა მან შედეგები წინასწარ გაიგო და ცერემონიაზე დასწრება გადაიფიქრა.

როგორც გაირკვა კრიშტიანუს ვერტმფრენი მონაკოში გადასაფრენად მზად იყო და ცერემონიაზე მისი ოჯახის წევრებისთვის 6 ადგილი იყო გამზადებული, მაგრამ რონალდუსთვის ცნობილი გახდა, რომ საუკეთესოდ მოდრიჩს დაასახელებდნენ, რამაც ყველაფერი შეცვალა.

"იუვეს" შვიდიანმა ტურინში დარჩენა გადაწყვიტა. როგორც მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა რონალდუ ძალიან გაღიზიანებული იყო.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს ასეთი რამ ადრეც გაუკეთებია, კერძოდ კი ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე.

UEFA-ს გადაწყვეტილების შესახებ აღშფოთება ვერ დამალა რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმაც:

„ფეხბურთს მოედანზე თამაშობენ და გასულ სეზონში კრიშტიანუმ მინდორზე უამრავ გამარჯვებას მიაღწია. რონალდუმ 15 გოლი გაიტანა, რეალი მთელი წლის განმავლობაში ზურგით ათრია და მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოაგებინა“.

„უეფას გადაწყვეტილება სასაცილო და სამარცხვინოა. გამარჯვებული აუცილებლად კრიშტიანუ უნდა გამხდარიყო! იგი თავის პოზიციაზე მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები