ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია!
Aa
Aa

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია!

ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა მონაკოში გაიმართა და გათამაშებაზე მოხვედრილი 48 გუნდი 12 ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ჯგუფურ სტადიაზე 17 გუნდი პირდაპირ მოხვდა, 21-მა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, 6 მათგანი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში დამარცხებულია, ხოლო 8 კოლექტივი ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, რის შემდეგაც ერთმანეთში ითამაშეს და ევროპა ლიგაზე მონაწილე კიდევ 4 გუნდი გამოავლინეს.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთ ქვეჯგუფში ვერ მოხვდებოდნენ. საბოლოოდ კი გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

წლევანდელ ტურნირზე 4 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ვახტანგ ჭანტურიშვილი - "ტრნავას", ლევან ყენია - "დუდელანჟის", ჯანო ანანიძე - მოსკოვის "სპარტაკის", ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი "კრასნოდარის" ღირსებას დაიცავს.

ჯგუფური ეტაპის 1-ლი ტურის მატჩები 20 სექტემბერს, მე-2 ტურის - 4 ოქტომბერს, მე-3 ტურის - 25 ოქტომბერს, მე-4 ტურის - 8 ნოემბერს, მე-5 ტურის - 29 ნოემბერს, ხოლო მე-6 ტურის - 13 დეკემბერს ჩატარდება.

ევროპა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალური მატჩი 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები