რამოსმა რეკორდი გაიმეორა
სერხიო რამოსი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა.
"რეალის" ცენტრალურმა მცველმა გუშინ, "ჟირონასთან" პრიმერადივიზიონის შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეთხუთმეტე სეზონში შეძლო თავის გამოჩენა, რითაც აქამდე ერთპიროვნული რეკორდსმენის, სამეფო კლუბის ლეგენდარული კაპიტანის, ფერნანდო იეროს მიღწევა გაიმეორა.
ამ მხრივ მესამე-მეოთხე ადგილებზე მანოლო სანჩისი (14 სეზონი) და აიტორ ლარასაბალი (13) არიან.
გამომდინარე იქიდან, რომ კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, "რეალში" პენალტებს რამოსი ასრულებს, სერხიოს მომავალ სეზონში იეროს რეკორდის დამხობის შანსიც ექნება.