იჩხუბონ რამდენიც უნდათ -
Aa
Aa

იჩხუბონ რამდენიც უნდათ - "მანჩესტერი" პოგბას გაყიდვას გამორიცხავს!

პოლ პოგბას „ბარსელონაში“ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები კვლავ ვრცელდება. პრემიერ ლიგის ახალი სეზონის გახსნითი მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარების შედეგად ფრანგ ვარსკლავსა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ამის გამო პოგბას კლუბის შეცვლა და კარიერის „ბარსელონაში“ გაგრძელება სურს.

პოლმა „იუნაიტედის“ ბოსებს საკუთარი სურვილის შესახებ უკვე აუწყა და დაუმატა, რომ თუ მასთან საუბარი სურდათ მინო რაიოლასთვის მიემართათ.

The Sun-ის ინფორმაციით მიუხედავად პრობლემური სიტუაციისა „წითელი ეშმაკების“ წარმომადგენლები ფრანგი ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებენ და გადაწყვეტილებას არც იმ შემთხვევაში შეიცვლიან თუ მოურინიოს და პოგბას შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ წერტილს მიაღწევს.

ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ მანჩესტერში პოგბას მნიშვნელობა, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, მშვენივრად ესმით და მსოფლიო ჩემპიონის სხვა გუნდში გაშვება მათ სამომავლო გეგმებში ნამდვილად არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები