მარადონა: "მესიმ ნაკრებს მისი გამოყენების უფლება არ უნდა მისცეს"
როგორც ცნობილია, ლეო მესიმ 2018 წელს არგენტინის ნაკრების რიგებში ჩასატარებელ მატჩებზე უარი განაცხადა.
მესის დასვენება სურს და ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.
ლეოს ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პრესამ ამ ყველაფერს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა, რამაც ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია.
ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა მესი ნაკრებში 2019 წელს.
ესპანური Mundo-ს ცნობით, ლეო ფეხბურთის ფედერაციას ელოდება. ვის ჩააბარებენ ისინი ნაკრებს და რა გეგმები დაისახება. სწორედ ამის შემდეგ მესი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ლეოს კრიტიკას ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო არმანდო მარადონა გამოეხმაურა და Ole-თან საუბრისას „ბარსას“ კაპიტანი დაიცვა.

„მე, მესის დასვენების საშუალებას მივცემდი. მან ევროპაში უნდა ითამაშოს.
მას ამხანაგური მატჩებისთვის არგენტინაში გამგზავრება არ სჭირდება. ლეომ ნაკრებს მისი გამოყენების უფლება არ უნდა მისცეს. ეს მხოლოდ ამხანაგურებია და მესის ამ ეტაპზე მოგზაურობები არ სჭირდება.
მხოლოდ იმიტომ, რომ მესისთან ერთად ნაკრები უფრო მარტივად იგებს, ამის გამო ის ნაკრებში არ უნდა გაემგზავროს“.
მარადონამ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაზეც ისაუბრა და მათ კბილიც გაჰკრა.
„თავდაპირველად ისინი ამბობდნენ, რომ ფული არ ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ხორხე სამპაოლის 20 მილიონიანი კონტრაქტი დაუდეს. ეს ყველაფერი ზედმეტ ანალიზს არ საჭიროებს“.