24 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა
Aa
Aa

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ ''ბორჯომის'' 24 წლის ფეხბურთელი თედო კაკულია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.  crystalsport-ის ცნობით 14 აგვისტოს კაკულია ქალაქ ბორჯომში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც მოძრაობის მიმართულების შეცვლისას ერთ-ერთი შენობის კედელს დაეჯახა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

''ბორჯომის'' პრესსამსახური კაკულიასთან დაკავშირებით წერს

თედო კაკულია საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია.  მას უთამაშია თბილისის ''დინამოში,'' რუსთავის ''მეტალურგში,'' ფოთის ''კოლხეთსა'' და გორის ''დილაში.'' მისი ბოლო კლუბი ''ბორჯომი'' აღმოჩნდა. ამპლუით მცველმა საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

crystalsport.ge-ს რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

''კოლხეთის'' პრესსამსახურის ფოტო: თედო კაკულია და ზურაბ თევზაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები