მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე
Aa
Aa

მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე

თბილისის „დინამო“-ს ყოფილი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

 22 წლის მოთამაშეს პრიზი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა  ლევან კობიაშვილმა გადასცა.

კიტეიშვილი დინამოს ღირსებას 2014-2018 წლებში იცავდა. მან თბილისური გუნდის მაისურით 126 მატჩი ჩაატარა , სადაც 17 გოლის გატანა მოახერხა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდში  „შტურმ“-ში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები