სარი:
Aa
Aa

სარი: "გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი თამაშისგან სიამოვნების მიღებაა"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ თავის ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

53 წლის იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ კურტუასა და აზარს პირისპირ შეხვდეს, რათა მათ გუნდის დატოვება გადააფიქრებინოს.

როგორც ცნობილია კურტუასა და აზარის ხელში ჩაგდება მადრიდის „რეალს“ სურს და ბუნებრივია სარი ამის წინააღმდეგია.

სარი ამ თემას პრესკონფერენციაზეც შეეხო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა.

„ჩვენ რა თქმა უნდა გვსურს, რომ ძლიერი მოთამაშეები შევინარჩუნოთ. ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს სურს.

უახლოეს დღეებში ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები სატრანსფერო ფანჯარაზე. ჩემი საქმე უფრო მეტად გუნდის შეკვრა და ვარჯიშია. სატრანსფერო საქმიანობა ნაკლებად მეხება.

მე, მწვრთნელთა იმ მცირე კატეგორიას მივეკუთვნები რომლებიც ტრანსფერების გამო თავს ცუდად არ გრძნობენ. ამის შესახებ საუბარი არ მსურს, ეს არ მაინტერესებს.

ჩემი პრეროგატივა მოთამაშეების განვითარება და აღზრდაა.

მე მათთან შეხვედრას ვგეგმავ და შევეცდები ავუხსნა თუ რა იქნება საუკეთესო არჩევანი ყველასთვის.

ვფიქრობ, რომ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი თამაშისგან სიამოვნების მიღებაა. „ჩელსის“ ქომაგებს შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ. მოთამაშეებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ჩვენს შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეები, რომლებიც მოედნის ცენტრში აპსარეზობენ, იმ სტილს ვერ აკმაყოფილებენ, რომლითაც თამაშსაც ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან.

საბოლოოდ უნდა გადავწყვიტო თუ როგორი იქნება გუნდის სტილი. მე 20 ფეხბურთელის შეცვლა არ შემიძლია, გუნდს უნდა მოვერგო და ფეხბურთელებთან ადაპტაცია გავიარო.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი ქვეყნიდან არის ფეხბურთელი.

კეჰილს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ მას გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო სარიმ „ჩელსიში“ დანიშვნის შემდეგ პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა და „ნაპოლიდან“ ცენტრალური ნახევარმცველი ჟორჟინიო წამოიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები