ემანუელ ებუე დააპატიმრეს
Aa
Aa

ემანუელ ებუე დააპატიმრეს

შაბათს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ ებუე დააპატიმრეს. ეს უკანასკნელი "მეთოფეთა" რიგებში 2005-დან 2011 წლამდე თამაშობდა, გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია მას ბრალს ხანძრის განზრახ გაჩენაში სდებს.

სამართალდამცავებმა ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს და აღნიშნეს: "პოლიცია ენფილდის რაიონის ერთ-ერთ სახლში გაჩენილ ხანძარს იძიებს. ცეცხლის განზრახ გაჩენის ბრალდებით 17:00-ზე 35 წლის მოქალაქეა დაკავებული".

ებუემ კარიერა 2 წლის წინ დაასრულა და გასულ თვეში "არსენალის" ლეგენდების მატჩში მიიღო მონაწილეობა. ემანუელმა ჟურნალისტებთან საუბრისას საფეხბურთო კარიერის გაგრძელების სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა და ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ მარტოობასა და მეგობრებთან დაძაბულ ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა.

"ფეხბურთში დაბრუნება ძალიან მინდა და ვფიქრობ სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები. მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ, ბაღდადში თუ პაკისტანში, უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა".

"ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს და დიდი ალბათობით მალე სახლიდან გამაგდებენ. გვერდით არავინ მყავს, თავს მარტოსულად ვგრძნობ, ოჯახთან და შვილებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ახლა სრულიად მარტო ვარ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები