''ლოკომოტივი'' 10 მილიონს ითხოვს - კვერკველიას მომავალი ბუნდოვანია
Aa
Aa

''ლოკომოტივი'' 10 მილიონს ითხოვს - კვერკველიას მომავალი ბუნდოვანია

რუსული მედიის ცნობით მოსკოვის ''ლოკომოტივი'' მზადაა 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ სოლომონ კვერკველია ''ლესტერის'' ფეხბურთელის გახდეს. sportfm.ru-ს ცნობით ქართველი ფეხბურთელის მომავალი ბუნდოვანია, რადგან პრემიერლიგის გუნდს რუსეთის ჩემპიონისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

ქართველმა ფეხბურთელმა 1TV-სთან საუბარში განაცხადა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ leicestermercury იუწყებოდა, რომ ტრანსფერი ჩაიშალა.

რუსული მედიის ცნობით ''ლესტერი'' ალექსანდარ დრაგოვიჩის შეძენაზე იზრუნებს, რომელიც ლევერკუზენის ''ბაიერის'' საკუთრებაა და 2017 წელს განათხოვრებით ''მელიებში'' თამაშობდა, თუმცა დრაგოვიჩის ტრანსფერი საეჭვოა, რადგან მასთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო ''ევერტონმა.''

გასულ წელს დრაგოვიჩმა განათხოვრებით ''ლესტერში'' ითამაშა და ინგლისურ კლუბს მისი გადაბირება უფრო იაფი დაუჯდება ვიდრე ''ლოკომოტივიდან'' კვერკველიას შეძენა.

რუსული “იზვესტიას'' ცნობით ''ლესტერი'' მზად იყო 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია შეეძინა, რომელიც 2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

''რუბინში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ 2017 წელს იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელი მოსკოვურ გუნდში მიიწვია და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. სწორედ მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა ინტერესი ინგლისური კლუბის მხრიდან.

''პორტსმუთის'' ყოფილი თანამფლობელი რომან დუბოვი ფიქრობდა, რომ ქართველის ტრანსფერი არარეალური იყო. მისი  თქმით მას შემდეგ რაც ''ლესტერმა'' მოსკოვის ცსკა-დან აჰმედ მუსა გადაიბირა და ნიგერიელმა პრემიერლიგაში სუსტად ითამაშა, ინგლისური კლუბი რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელს არ შეიძენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები