ლებრონ ჯეიმსი:
Aa
Aa

ლებრონ ჯეიმსი:"ფინალური სერიის ბოლო სამი შეხვედრა მოტეხილი ხელით ჩავატარე"

„კლივლენდ კავალიერსის“ ვარსკლავმა, ლებრონ ჯეიმსმა, განაცხადა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალის ბოლო სამი შეხვედრა ხელის ტრავმით ითამაშა.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით „მეფემ“ დაზიანება პირველი მატჩის შემდეგ დაფისთვის ხელის დარტყმის გამო მიიღო. ამერიკელი ჟურნალისტების მიხედვით ჯეიმსი მსაჯების მიერ გადაწყვეტილების შეცვლამ და ჯეი არ სმიტის საქციელმა გააბრაზა.

მეოთხე თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლებრონმა განაცხადა:“ემოციები ვერ მოვთოკე და ბოლო სამი შეხვედრა მოტეხილი ხელით ვითამაშე“.

ჯეიმსს ორი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა და როდესაც თამაშობდა, ვარჯიშობდა ან ჟურნალისტებთან საუბრობდა ხელზე დამცავს არ იკეთებდა, რათა „გოლდენ სტეიტისთვის“ ფსიქოლოგიური უპირატესობა არ მიეცა. თამაშების შემდეგ „მეფე“ ხელს იყინავდა და პარკეტზე გასვლას რიგი სამედიცინო პროცედურების შესრულების შედეგად ახერხებდა.

ლებრონმა პირველ შეხვედრაში მიღებულ ემოციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ის მატჩი ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა.

„საკმაოდ ემოციური სერია გამოდგა. საუბარი რამდენიმე მიზეზზე შემიძლია, რა თქმა უნდა პირველი შეხვედრა უმნიშველოვანესი იყო, არავინ იცის ის თამაში, რომ მოგვეგო სიტუაცია როგორ განვითარდებოდა. ფლეი-ოფში, მითუმეტეს ფინალში სტუმრად გამარჯვება წარმატების მთავარი გარანტიაა. რაც შეეხება პირველ მატჩს, ის საოცრად ჩავატარეთ, მთელი დაპირისპირების მანძილზე კარგად გამოვიყურებოდით და დასასრულს ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გამარჯვება ხელიდან გამოგვაცალეს. „გოლდენ სტეიტთან“ ასეთი შანსები იშვიათად გეძლევა და წარმატების მისაღწევად მათი გამოყენებაა საჭირო“.

ჯეიმსი ფინალურ სერიაში საშუალოდ 34 ქულას, 10 გადაცემას და 8.5 მოხსნას აგროვებდა, „მეფე“ პარკეტიდან 52.7 პროცენტით, სამიანიდან კი 33 პროცენტით უტევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები