Marca პაპუნაშვილის მომენტზე:
Aa
Aa

Marca პაპუნაშვილის მომენტზე: "იკერ კასილასისა და არიენ რობენის ეპიზოდის გამეორება"

ლა ლიგა 2-ის პლეი-ოფის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში "სარაგოსამ" ლა რომარედაზე" "ნუმანსიას" უმასპინძლა და თამაშის სცენარიდან გამომდინარე სენსაციური მარცხი იწვნია.

"ნუმანსიაში" გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. "სარაგოსას" "ლა რომარედაზე" კი სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი "სარაგოსას" ქართველი ლეგიონერი გიორგი პაპუნაშვილი იყო.

"პაპუმ" ორი 100%-იანი მომენტიდან ვერცერთის გამოყენება ვერ შეძლო. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ანგარიში 0:0 იყო.

რა თქმა უნდა, მარცხის პაპუნაშვილზე გადაბრალება არასწორი იქნება, რადგან მთელმა გუნდმა ძალიან ბევრი რეალური მომენტი გაანიავა, რისთვისაც დამსახურებულად დაისაჯა.

მადრიდული Marca ხსენებულ შეხვედრას გამოეხმაურა და პაპუნაშვილის მომენტებსაც შეეხო.

ყველაზე გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ გიორგი პაპუნაშვილის პირველი ხელიდან გაშვებული შანსი 2010 წლის მუნდიალის ფინალში კასილასისა და რობენის დუელს შეადარა.

"მეორე ნახევარი "სარაგოსამ" აგრესიულად დაიწყო. ბორხამ ზაპატერს ჩინებული გადაცემა გაუკეთა, თუმცა აიტორთან ერთი-ერთზე მყოფმა კაპიტანმა ააცილა.

რამდენიმე წუთში აიტორმა მსოფლიო ჩემპიონატზე იკერ კასილასისა და არიენ რობენის ეპიზოდი გაიმეორა. როცა მთელს "ლა რომარედას" გოლი გარდაუვალი ეგონა, მან ერთი-ერთზე გასული პაპუს დარტყმა ფეხით მოიგერია.

 

სტუმრებს პრობლემები ჰქონდათ, თუმცა "სარაგოსას" ფეხბურთელები არაზუსტად ურტყამდნენ. ბორხამ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ ისევ პაპუს ჯერი დადგა. ის, დღის განმავლობაში ფეხებზე მყარად პირველად დადგა, თუმცა აუხსნელია იმ მომენტში როგორ ააცილა".

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები