Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ბოსტონი - ფილადელფია 114 – 112

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში მეორე რაუნდის უკანასკნელი შეხვედრა გაიმართა. „ბოსტონმა“ დაძაბულ ბრძოლაში „ფილადელფია“ დაამარცხა და კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და ტატუმი, როზიერი, სმარტის ტრიომ „კელტებს“ გამარჯვება მოუპოვა.

„სელტიკსის“ რიგებში საუკეთესო სწორედ 20 წლის ჯეისონ ტატუმი იყო, რომელმაც გუნდს 25 ქულა და 4 გადაცემა შესძინა. ჯეილენ ბრაუნმა შეხვედრა 24 ქულით დაასრულა. ტერი როზიერმა კი აქტივში 17 ქულა ჩაიწერა. აარონ ბეინსს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, 13 ქულა, 9 მოხსნა.

„ფილადელფიას“ ემბიდი, სარიჩის დუეტმა 27-27 ქულით ულიდერა. ბენ სიმონსმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა. ჯეი ჯეი რედიკმა კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

„სელტიკსი“ კონფერენციის ფინალში „კლივლენდს“ დაუპირისპირდება და პირველი შეხვედრა ბოსტონში 13 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები