გუარდიოლას მოულოდნელი აღიარება უცნაურ და ორიგინალურ სტილში
Aa
Aa

გუარდიოლას მოულოდნელი აღიარება უცნაურ და ორიგინალურ სტილში

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ, თავისი გუნდის გაჩემპიონების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა ჟურალისტებისა და ქომაგთა ნაწილის იმ მოსაზრებას, რომ თითქოს მან ტიტულების მოგება მხოლოდ ძლიერ გუნდებში მუშაობის გამო შეძლო, საკმაოდ მოულოდნელად და ორიგინალურად უპასუხა.

"ბევრი ამბობს, რომ "ბარსელონაში" ჩემი ტიტულები მხოლოდ მესის დამსახურება იყო და მე, ისინი სწორედ ამიტომ მოვიგე. ხალხი მართალია.  ასევე, ბევრი ამბობს, რომ "ბაიერნში" ტიტულები იმიტომ მოვიგე, რომ ისინი ყოველთვის იმარჯვებენ და ხალხი ამჯერადაც მართალია.  მანჩესტერის მოსახლეობას ეჭვი ეპარებოდა, რომ ამ გუნდით ჩემპიონატის მოგებას იგივე სტილში შევძლებდი. თუმცა, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ასეთი ბედნიერიც სწორედ ამიტომ ვარ".

შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლამ წლევანდელ სეზონში "სიტისთან" ერთად დაამყარა რეკორდი, რომელიც მას "ბარსელონასა" და "ბაიერნში" მუშაობის დროსაც ჰქონდა დამხობილი.

როდესაც პეპი "ბარსას" თავკაცობდა, 2010-2011 წლების სეზონში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 16 შეხვედრის მოგება მოახერხა, რაც იმ მომენტვისთვის ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შემდეგ იყო "ბაიერნი" და 2013-2014 წლების სეზონი. გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ 19 მატჩი მოიგო და ბუნდესლიგის რეკორდიც დაამხო.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე პეპის აქილევსის ქუსლად ჩემპიონთა ლიგა რჩება. "ბარსას" შემდეგ  გუარდიოლას გუნდები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 და 1/2 ფინალურ სტადიებზე საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები