Aa
Aa

ხუთი ნაკერი ''ბეშიქთაშის'' მთავარ მწვრთნელს - ინციდენტი სტამბოლურ დერბიში

თურქეთის საფეხბურთო თასის ნახევარფინალში “ფენერბახჩესა’’ და “ბეშიქთაშის’’ შეხვედრა შეწყდა, რადგან “ბეშიქთაშის’’ მთავარ მწვრთნელ შენოლ გიუნეშს ტრიბუნიდან საგანი ესროლეს. აღნიშნულ ინციდენტამდე თამაში რამდენჯერმე შეჩერდა, 58-ე წუთზე კი გიუნეშს ქომაგის მიერ ნასროლი საგანი თავში მოხვდა  და არბიტრმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

dailymail-ის ცნობით გიუნეშის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მოედანზე დაეცა და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ხუთი ნაკერი დაადეს.

სტამბოლური დერბის 30-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან მადრიდის ‘‘რეალის’’ ყოფილი ფეხბურთელიპეპე გააძევა, რომელიც ამჟამად “ბეშიქთაშის’’ წევრია. პირველი ნახევარფინალური მატჩი ''ბეშიქთაშის'' სტადიონზე ფრედ 2:2 დასრულდა.

65 წლის შენოლ გიუნეში თურქეთის სუპერლიგის გუნდების გარდა 2000-04 წლებში თურქეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა . 2002 წლის მუნდიალზე თურქეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, რაც თურქული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი წარმატება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები