კლოპი გუარდიოლაზე: ''შესაძლებელია საუკეთესო დაამარცხო''
Aa
Aa

კლოპი გუარდიოლაზე: ''შესაძლებელია საუკეთესო დაამარცხო''

ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ''ლივერპული'' ''ენფილდზე'' უმასპინძლებს ''მანჩესტერ სიტის.'' ''ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

იურგენ კლოპი: ''შეუძლებელი არაა დაამარცხო საუკეთესო. თუ მაქსიმალურად იშრომებ და იქნები მეტოქეზე სწრაფი და ძლიერი, წარმატება შესაძლებელია. მომწონს  რთული ამოცანები, რთული მისიის შესრულება. მთავარი მწვრთნელისთვის სწორედ ესაა ყველაზე საინტერესო, რაც უფრო ძლიერია მეტოქე, უფრო მეტად ცდილობ მაქსიმუმის ჩვენებას მენტალური თვალსაზრისით თუ ფიზიკური მომზადებით.

ჩვენ უნდა ვიამაყოთ ''ლივერპულის'' წარსულით, მაგრამ საჭიროა გამარჯვებები ისტორიის გასაგრძელებლად. ბიჭები არიან მზად. ფსიქოლოგიური და სუფთა საფეხბურთო კუთხით ფეხბურთელები მზად არიან წარმატებისთვის.

''მანჩესტერ სიტის'' დამარცხება ურთულესი საქმეა, მაგრამ გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე გავიაროთ იმდენი ეტაპი, რამდენიც შესაძლებელი იქნება.''

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ''ლივერპულსა'' და ''მანჩესტერ სიტის'' შორის 4 აპრილს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები