სევილია VS ბაიერნი - მატჩის წინა კომენტარები
Aa
Aa

სევილია VS ბაიერნი - მატჩის წინა კომენტარები

დღეს ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება იტალიაში იქნება გადართული, თუმცა არანაკლებ საინტერესო მატჩი „სანჩეს პისხუანზე“ უნდა ვიხილოთ, სადაც „სევილია“ მიუნხენის „ბაიერნს“ მიიღებს.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე „რეკორდმაისტერთა“ დამრიგებელი რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.

წინ ძალიან რთული, დაძაბული მატჩი გველის და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, რომ მიუნხენში გასამართი განმეორებითი მატჩიც ანალოგიურად რთული იქნება. ჩვენ სტილს არ ვუღალატებთ და ვეცდებით, რომ ბურთი დავიჭიროთ. მთავარია, რომ დაცვასა და ნახევარდაცვას შორის ბალანსი დავიცვათ და მეტოქეს თავისუფალი სივრცეები არ შევუქმნათ.

რაც შეეხება დანაკლისს, ბერნატს და ვიდალს მცირე პრობლემები ჰქონდათ, თუმცა საბედნიეროდ აჯამად ყველაფერი რიგზეა და ისინი „სევილიასთან“ მზად იქნებიან".

გერმანელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზეც ჰკითხეს:

გასულ კვირას კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონშიც „ბაიერნში“ ითამაშებდა. მე რუმენიგეს და ჰიონესს ძალიან კარგად ვიცნობ და მადრიდის „რეალს“ მისი გადაბირების არანაირი შანსი არ აქვს“.

გასამართ მატჩზე კომენტარი „ბაიერნის“ შუახაზელმა ხავი მარტინესმაც გააკეთა:

ჩვენ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვხვდა წილად. გუნდში არავინ ფიქრობს, რომ მეოთხედფინალურ კენჭისყრაში გაგვიმართლა. გერმანიაში „სევილიას“ ისე არ იცნობენ, როგორც „რეალს“ ან „ბარსელონას“, თუმცა მე მათი თამაშის სტილი და ხარისხი ძალიან კარგად ვიცი.

ჩვენ ყველას გვაქვს მათი ასპარეზობა ნანახი და ვფიქრობთ, რომ წინ ადვილი გასეირნება არ გველის. ტრადიციულად გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ესპანეთიდან გამარჯვებულები დავბრუნდეთ".

გასამართ მატჩზე კომენტარი „სევილიას“ იტალიელმა დამრიგებელმა ვინჩენცო მონტელამაც გააკეთა:

არ ვფიქრობ, რომ აღნიშნულ მატჩში ყველაფერს ტაქტიკა განსაზღვრავს. ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტოქეს ბურთი წაართვა და მასზე კონტროლი მოიპოვო. მიუნხენელები თამაშის ტემპის კონტროლს მიჩვეულები არიან და ჩვენ ამაში ხელი უნდა შეუშალოთ. ისინი თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე იხარჯებიან და ბევრ გოლს იტანენ. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ და მეტოქეს თავისი კოზირების გამოყენების საშუალება არ მივცეთ.

ჰანიკესი ძალიან მარტივად და სწორად აზროვნებს. ის გუნდს თამაშებს იმ ფეხბურთს, რაც მათ მოთამაშეებს სიამოვნებს. აშკარა, რომ მეტოქის ბანაკში ყველაფერი წესრიგშია, თუმცა ჩვენ მათი სისუსტეები უნდა გამოვიყენოთ. სახლში ვთამაშობთ და ვფიქრობ დასაკარგი არაფერი გვაქვს".

შეგახსენებთ, რომ „სევილიასა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება დღეს თბილისის დროით, 22:45 წუთზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები