Aa
Aa

ნეიმარი სარეაბილიტაციო პერიოდს ღამის კლუბებში ატარებს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა თებერვალში  „მარსელთან“ მატჩში ტრამვა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ნეიმარმა მეხუთე მეტატარსალი დაიზიანა და იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა.

 

ქირურგიული ჩარევა 2 კვირის წინ განხორციელდა და მსოფლიო ჩემპიონატამდე 86 დღით ადრე ბრაზილიელი ვარსკლავის მუნდიალიზე მოხვედრის საკითხი დიდი კითხვის ქვეშ დადგა. თუმცა, როგორც მედიკოსები იუწყებიან ნეიმარის სარეაბილიტაციო პერიოდი მალე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიელი სრულ მზადყოფნაში იქნება.

ნეიმარის ტრამვის მიუხედავად პრესაში მისი წასვლის შესახებ მითქმა-მოთქმა არ შეწყვეტილა. როგორც ჟურნალისტები იტყობინებიან ბრაზილიელი ვარსკლავის გადაბირება „სამეფო კლუბს“ სურს. ბუნებრივია ამ ინფორმაციას „პსჟს“ ხელმძღვანელობაც გამოეხმაურა და ბრაზილიელი ვარსკლავის სხვა გუნდში გადასვლის ყველანაირი ალბათობა გამორიცხა.

ნეიმარის სარეაბილიტაციო პერიოდი მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარეობს, თუმცა ფეხბურთელი საკუთარ ტრამვას დიდი პასუხისმგებლობით არ ეკიდება და ამის გამო კვლავ კრიტიკის ობიექტად იქცა. ამჯერად ბრაზილიის ნაკრების ქომაგებმა ნეიმარის ღამის კლუბში მისვლა გააკრიტიკეს.

„პსჟ-ს“ თავდამსხმელი სან პაულუს ერთ-ერთ კლუბში მაშინ შენიშნეს, როდესაც იგი თავისი მეგობარი გოგონას დის დაბადების დღის აღსანიშნავად მივიდა. ნეიმარი იუბილეზე ყავარჯნებით და დამცავი ფეხსაცმლით გამოცხადდა და ფოტოების გადასაღებადაც გამონახა დრო.

როგორც ჩანს ბრაზილიელისთვის ტრამვა არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს და არც ცეკვისას უშლის ხელს. ნეიმარმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „პსჟ“-ს შემტევი ცალ ფეხზე მდგომი ცეკვავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები